logo
ENG



"iPhone ჩემი შინაგანი მოწყობისთვის მოსახერხებელია" - მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro გადასცეს

02 დეკ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/89c60hh8s5sat8e.jpg

მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro Max ერთერთმა მაღაზიამ საჩუქრად გადასცა. 

მისი თქმით, iPhone 12 Pro Max-ზე უარი თქვა, რადგან "დიდი და მოუხერხებელია" და iPhone 12 Pro აიღო. 

მან TV პირველის ეთერში ისაუბრა, რომ ტელეფონი ფილმების გადასაღებად სჭირდება. მისი განცხადებით, iPhone 10-ით ფილმი გადაიღო, რომელიც კინოთეატრ ამირანში აჩვენეს და შემდეგი iPhone-ც ამის გამო აჩუქეს.

"iPhone X-ით გადავიღე ფილმი, სამი დღე ვიღებდი, 2-საათიანია და თვითონ ამ ტელეფონში დავამონტაჟე. 10 თებერვალს, პანდემიამდე კინოთეატრ ამირანში ახლობლები დავპატიჟე, 650 ადამიანი დიდ ეკრანზე უყურება ამ ფილმს. იმის თქმა მინდა, რომ iPhone X-ით გადაღებული ფილმი დიდ ეკრანზე შეიძლებოდა ენახა ადამიანს, ისეთი ხარისხი იყო. ლინზების და დამატებით რაღაცების გამოყენება დამჭირდა, iPhone 11 Pro-ს და 12 Pro-საც სამი კამერა აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ გაშლის კუთხე აქვს სხვა და სულ სხვა შესაძლებლობები აქვს. ეს ტელეფონი და 11 Pro იმისთვის მჭირდება, რომ ბევრი მასალა გადავიღო და გავახარო ხალხი.

iPhone ჩემი შინაგანი მოწყობისთვის მოსახერხებელი ტელეფონია, სხვა ტელეფონს ვერ ვიგებ, ამაზე ინსტრუქციები არ მჭირდება, სხვაზე მჭირდება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება მის ამჟამინდელ iPhone 11 Pro-ს, მისი თქმით, ამასაც იტოვებს, ცხადია, გადაღებისთვის. 

მეუფე ნიკოლოზმა iPhone-ს შესახებ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საუბარი, მისი თქმით, ტელეფონი ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით უნდა. გარდა ამისა, მან ისაუბრა, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი არ აქვს, რადგან უკვე 12 გამოვიდა, ამის შემდეგ ერთერთმა მაღაზიამ მისთვის ბოლო მოდელის iPhone-ს ჩუქების სურვილი გამოთქვა და დღეს უკვე ოფიციალურად გადასცა.

 


close დახურვა